“არა ომს” – ამ მოწოდებით რუსეთში საპროტესტო აქციები იმართება | 07.03.2022

“არა ომს” – ამ  მოწოდებით რუსეთში საპროტესტო აქციები იმართება. მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში,  ომსკსა და ტომსკში, ვლადივოსტოკსა და ირკუტსკში აქციებზე ასობით რუსეთის მოქალაქე გამოვიდა, თუმცა აქციის მონაწილეებს პოლიცია აკავებს. ადამიანებს იჭერენ სოცქსელებში  ომის საწინააღმდეგო აქციის დაანონსების გამოც. 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრიდან დღემდე, რუსეთში ანტისაომარ აქციებზე 8349 ადამიანი დააკავეს. დაკავებულია კოსტრომის ოლქის სოფელ კარაბანოვის ტაძრის წინამძღვარი, იოან ბურდინი. რუს მღვდელს ანტისაომარი ქადაგებისთვის გაასამართლებენ.  ბოლო დღეებში რუსეთის დუმამ არაერთი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინასთან მიმართებაში სიტყვა „ომის“ ხსენებაც კი დასჯადი გახდა კანონმდებლობით. კანონი გაუმკაცრდა რუსეთში მოქმედ დამოუკიდებელ მედიასაც. დიიბლოკა  25-ზე მეტი რუსული ან რუსულენოვანი მედიასაშუალება. რამდენიმემ მუშაობა საერთოდ შეწყვიტა. რუსეთში მუშაობა შეაჩერეს უცხოურმა მედიასაშუალებებმაც.