პარლამენტის პლენარული სხდომა, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენების მოსმენის მიზნით, 5 მარტს არ გაიმართება. ბიურომ პრეზიდენტის მიმართვას, რომ წლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე ხვალ წარმდგარიყო, მხარი არ დაუჭირა. საკითხზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში კამათის ფონზე მიმდინარეობდა. დოსკუსიის შემდეგ, ოპოზიციამ სხდომა დატოვა. მმართველი გუნდის დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ პრეზიდენტის მოხსენება საჩქარო თემა არ არის. “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში მისვლას 15 მარტს სთავაზობს.
“ქართული ოცნების” ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს საკანონმდებლო ორგანოში მომავალი სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე მოუსმენენ.