ჩააგდებს თუ არა მმართველი გუნდი პარლამენტში პრეზიდენტის მოსმენას | 03.03.2022

მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენა, შესაძლოა გადადოს. გადაწყვეტილებას ხვალ პარლამენტში ბიუროს სხდომაზე მიიღებენ.  საკითხს გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციაში.   ამბობენ, რომ მოსმენა არ უნდა გადაიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება აღიარება, რომ მზად არ არიან ნათელი პოზიცია ჩამოაყალიბონ საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის არსებულ განხეთქილებაზეც. ამბობენ, რომ ოცნების წევრები  არ ეთანხმებიან სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკრაინა – რუსეთის  საკითხებთან დაკავშირებით,  სწორედ ამიტომ ფიქრობენ,  რომ შესაძლოა, პარლამენტმა პრეზიდენტს  შაბათს არ მოუსმინოს. პრეზიდენტთან რააიმე სახის განხეთქილებას მმართველი პარტია გამორიცხავს. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მომავლისთვის, გონივრულ ნაბიჯებს დგამს.  საქართველოს პრეზიდენტი 5 მარტს პარლამენტში წლიური მოხსენებით უნდა წარსდგეს.