“კარგი, მაშინ ვალდებულებების შესასრულებად მოიქეცით ევროპულად”- მიხაილ გალერის პასუხი “ოცნების” წევრს | 03.03.2022

“კარგი, მაშინ მოიქეცით ევროპულად”,– ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა მიჰაილ გალერიმ “ქართული ოცნების” წევრის, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის Facebook-ის პოსტს საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესახებ.

“კარგი, მაშინ ვალდებულებების შესასრულებად მოიქეცით ევროპულად – და ეს გზავნილი მიმართულია ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარისკენ”,– დაწერა მან კომენტარებში.

„ქართული ოცნების“  მიერ მომზადებული განაცხადი, დაჩქარებული წესით საქართველოსთვის  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკავშირის სტრუქტურებს დღეს  წარედგინება.