კახა კალაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა | 02.03.2022

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს კახა კალაძე გამოეხმაურა. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით ყოველთვის იდგა და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა ომში მყოფი პრეზიდენტის განცხადების შეფასება არ სურს.

საუბარია, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მან საქართველოდან უკრაინის  ელჩი გაიწვია. მიზეზი ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების შეფერხება და  სანქციებზე გამოთქმული პოზიციაა.