ემიჯნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრემიერისა და სამთავრობო გუნდის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს – კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდამჭერი არაერთი მკაფიო გზავნილი გაახმოვანა. განსხვავებული პოზიციები სალომე ზურაბიშვილის პარიზსა და ბრიუსელში ვიზიტის დროს დააფიქსირა. უფრო მეტიც, FRANCE24-თან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საქართველოს რეზიდენტმა თქვა, რომ სანქციებზე ირაკლი ღარიბაშვილის მსგავს განცხადებას ის არ გააკეთებდა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ღარიბაშვილისა და სამათავრობო გუნდის პოზიცია რუსეთის ინტერესებს ემსახურება ხოლო მათგან განსხვავებით პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკრაინასთან მიმართებით. სწორი და ღირსეული გზავნილები აქვს.