დგება მომენტები, როცა მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ, ვიდგებით თუ არა ღირსების მხარეს – ხოშტარია | 01.03.2022

უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევის შემდეგ  პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგი უკრაინის საელჩოსთან გამართა. როგორც  ხოშტარიამ  თქვა, დღეს  ბოროტების მხარეს მხოლოდ 2 ქვეყანა დგას, ეს  რუსეთი და ბელარუსია, თუმცა მისივე თქმით, ამ  ქვეყნებს საქართველოც დაემატა. პარტია დროას ლიდერის თქმით, დგება მომენტები როცა მოქალაქეებმა უნდა გადავწყვუტოთ, ვიდგებით თუ არა ღირსების მხარეს.