პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა დღეს უკრაინის სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. დეპუტატებმა ამით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოლიდარობა გამოუცხადეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სოლიდარობის ნიშნად, სხდომათა დარბაზში უკრაინის სახელმწიფოს დროშებია განთავსებული.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს შორის არაერთი სიტყვიერი დაპისპირება მოხდა. ოპოზიცია ხელისუფლებას ანტიქართული და ანტიდასავლური განცხადებების გამო აკრიტიკებს, რასაც “ქართული ოცნება” ჩვეული რიტორიკით პასუხობს. ამბობენ, რომ ოპოზიციის მიზანი მხოლოდ დესტრუქცია და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით, მოქალაქეების ემოციებზე თამაშია. “ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი კი კრიტიკასთან ერთად, ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ გინებასაც არ მორიდებია.
ხმაურიანი სესია ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. სესიაზე არაერთხელ ახსენეს 2008 წლის აგვისტს ომი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი და რუსეთისთვის სანქციების დაწესების თემა.