უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრაზე ელჩმა კარლ ჰარცელმა უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს ოფისში უმასპინძლა. ელჩებმა დაგმეს რუსეთის საფუძველსმოკლებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ღრმა მწუხრება გამოხატეს ადამიანების დაღუპვისა გამო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ რუსეთის აგრესიაზე მკაცრ რეაგირებას, მათ შორის მიზანმიმართული შემზღუდავი ზომების დაწესებისა და უკრაინის მხარდაჭერის საშუალებით.