ქართველების პასუხი პუტინს! – უკრაინელების მხარდასაჭერად თბილისში ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო | 24.02.2022

უკრაინელების მხარდასაჭერად თბილისში ცოცხქალი ჯაჭვი მოეწყო. რესპუბლიკის მოედანიდან თავისუფლების მოედნამდე მოქალაქეები  ერთადერთი მოტივით – უკრაინისთვის სოლიდარობის გამოსახატად შეიკრიბნენ. აქცია უკრაინისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე დაიწყო. მსვლელობას პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ის მოქალაქეები შეუერთდნენ, რომლებიც რუსულ აგრესიას გმობენ. აქციის მონაწილეები ამბობენ რომ არავის ისე არ ესმის უკრაინელი ხალხის,  როგორც ქართველებს, რადგან 2008 წელს, რუსეთმა ჩვენს ქვეყანაში ომი, სწორედ მსგავსი სცენარით დაიწყო.  აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ქართველებმა ხმამაღლა უნდა გააგონონ მსოფლიოს და პუტინს რომ რუსეთი ოკუპანტია.