უკრაინელებს სოლიდარობა უკვე გამოუცხადა ‘ნაციონალურმა მოძრაობამ“ – აქცია უკრაინის საელჩოსთან | 24.02.2022

უკრაინელებს სოლიდარობა  აქციით უკვე გამოუცხადა “ნაციონალურმა მოძრაობამ”.  საქართველოში უკრაინის საელჩოსთან პარტიის ლიდერები და აქტივიტები მივიდნენ და შენობასთან უკრაინის დროშის ფერის ბოლი გაუშვეს.  აქციის მონაწილეების თქმით,  აუცილებელია, ქართული მხარე რუსეთის წინააღმდეგ  დაწესებულ  სანქციებს შეუერთდეს.  აქციაზე მისულ პირებს უკრაინის ელჩი ეზოდან მიესალმა.