ოპოზიცია უკრაინელი ხალხის სოლიდარობისთვის, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე ცოცხალ ჯაჭვ აწყობს. პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით ახლა საზოგადოება ისტორიის სწორ მხარეს უნდა დადგეს. უკრაინის მხარდამჭერ მსვლელობას სხვა ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და საზოგადოების წარმომადგენლები უერთდებიან.
ოპოზიცია ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭოს და პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას დღეს დილიდან სთხოვს. მათი შეფასებით, ის რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, მთელი ცივილიზებული სამყაროს გამოწვევაა, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოსაც. ოპოზიცია თვლის, რომ უკრაინაში დაწყებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფონზე, აუცილებელია მსჯელობა, თუ როგორ არის მზად საქართველო გამოწვევებთან გასამკლავებლად. ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნა, რეზოლუციის მიღებაა, რომელშიც რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზეც იქნება საუბარი.