მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გადაყვანას ითხოვს- მესამე პრეზიდენტის მიმართვა სასამართლოში | 24.02.2022

უკრაინაზე საუბრით დაიწყო მისი მიმართვა დღეს  მიხეილ სააკაშვილმა, მის სასამართლო სხდომაზე. ექსპრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომი გიახსენა და თქვა, რომ  აგრესორს შემოჭრისთვის  არ სჭირდებოდა საბაბი. ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს მისი  კიევში გადაყვანა ითხოვა.   სანაცვლოდ კი მმართველ გუნდს  მისი მხრიდან  საპროტესტო აქტივობების, მათ შორის  შიმშილობის  შეწყვეტა შესთავაზა.  როგორც ექსპრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, თუ ხელისუფლება შეთავაზებას დათანხმდება, ქვეყანაში პირველივე გამოძახებისას დაბრუნდება. სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გაიმართა.