„არ გააუქმო დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური“ – აქცია ბათუმში | 23.02.2022

„არ გააუქმო დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური“ – ამ მოთხოვნით, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დღეს აქცია გაიმართა. აქციის  მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ლონდა თოლორაიას გადაყენება და  ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არაკონსტიტუციურია. აქციის მონაწილეები მოსამართლეებს ურჩევენ, ობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ. საკონსტიტუციო სასამრთლოში,  ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას სახალხო დამცველი და ლონდა თოლორაია ასაჩივრებენ.  ინსპექტორის სამსახური   მუშაობას პირველი მარტიდან შეწყვეტს. “ქართულმა ოცნებამ” ერთი თვის წინ,  2 ახალი უწყება ჩამოაყალიბა.