მიხეილ სააკაშვილი კვლავ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და საპატიმროში ჰოლანდიელი და უკრაინელი ექიმების დაშვებას ითხოვს. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, რომ შიმშილობის გამოცხადების შემდეგ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო საყურადღებო გახდა. ადვოკატი პენიტენციური სამსახურის და სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაბამის პასუხებს მოითხოვს.
მიხეილ სააკაშვილმა უვადო სრული შიმშილობა გუშინ სასამართლო პროცესზე გამოაცხადა. თქვა,რომ მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე. ექსპრეზიდენტი ფიქრობს, რომ მას საქართველოში პუტინის დავალებით კლავენ.