რუსული აგრესიის შემდგომი სამიზნე საქართველოა – შეფასებებითბი პუტინის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებაზე | 22.02.2022

ვლადიმერ პუტინის მორიგ უკანონო  გადაწყვეტილებას და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას,  ქართველები ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტებენ. აქცია შაბათს სამ საათზე მოძარობა “დროას” ორგანიზებით დაიგეგმა. ელენე ხოშტარია მიიჩნევს რომ რუსეთის ქმედებები საფრთხეს  არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსაც უქმნის, რის გამოც საჭიროა მოქალაქეების პასუხი.

რუსეთის წინააღმდეგ მკაცრს  სანქციებს ითხოვს ოპოზიციის ნაწილი. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ოფიციალური კიევის  სამხედრო დახმარება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ოპოზიცია  2008 წლის აგვისტოს ომს იხსნებეს და აცხადებს, რომ  რუსეთს  თავისუფალმა სამყარომ ახლა მაინც უნდა გასცეს კოორდინირებული პასუხი.  “ლელო”  საქართველოს კი პარლამენტს რეზოლუციის შემუშავებას თხოვს, რომელშიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის  მორიგი აქტის დაიგმობა.

ოპოზიციის ნაწილს შეფასებებში ეთანხმება მმართველი ძალაც. “ქართულ ოცნებაში” თვლიან, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრულ იგნორირებას ახდენს, ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას  და საქართველოს სცენარს იმეორებს.  საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ უკრაინის  მხარდამჭერი ნაბიჯი გადადგას.

რუსეთის პრეზიდეტნტმა  გუშინ  გადაწყვეტილება მიიღო და  უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები  დამოუკიდებლად გამოაცხადა.  ამ გადაწყვეტილების გამო, ევროფა და ვაშინგტონი სანქციების პაკეტს ამზადებენ.