პრეზიდენტის სასახლეზე, უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა | 22.02.2022

უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად, პრეზიდენტის სასახლეზე,  უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა.

“საქართველო უკრაინის გვერდით დგას და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას!“ – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.