რატომ იგებენ უფასო სასადილოების ტენდერებს მერიის მიერ დისკვალიფიცირებული კომპანიები | 21.02.2022

“თბილისის მერს ეშინია კრიტიკული კითხვების,” – განცხადება საკრებულოს წევრმა, საბა ბუაძემ  დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა. საქმე ეხება  სოციალური სასადილოების საკითხზე  “ლელოს” მიერ გამართულ სხდომას, რომელზეც ოპოზიციამ  დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის უფროსი მიიწვია, თუმცა ის სხდომაზე არ გამოცხადდა.