“გირჩი მეტი თავიასუფლების” წევრებმა ვარკეთილში გარევაჭრობა დაიწყეს. ამ გადაწყვეტილებით, პარტიის წევრებმა მოვაჭრეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და თბილისის მერის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. “გირჩმა” ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილით დახლი დემონსტრაციულად გაშალა, სადაც წიგნების და სხვადასხვა აქსესუარების გაყიდვა დაიწო. ეს ის ტერიტორიაა, სადაც რამდენიმე დღის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭერეები აყარა. მათი ინვენტარი ადგილიდან გაიტანა და ბორდიურების მოწესრიგებისთვის სამუშაოები დაიწყო.
გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, ინსპექციის თანამშრომლებს დღეს “გირჩის” წევრები არ დაუჯარიმებიათ, თუმცა მათ აქცია/პერფომანსსპოპულისტური უწოდეს. მერიის თანამშრომლება თქვეს, რომ გარემოვაჭრობის უფლებას არავის აძლევენ, წინააღმდეგობის შემთხვევაში, კი მოვაჭრეებს დააჯარიმებენ.
გარემოვაჭრეები ალტერნატიულ სივრცეებში გადასვლაზე უარს ამბობენ. მიზეზი ბაზარის ტერიტორიაზე მოქმედი საიჯარო გადასახადია. მოქალაქეები ამბობენ, რომ გადასახდელი თანხა მათ შემოსავალს ბევრად აღემატება.
კახა კალაძემ ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება 26 იანვარს გამოაცხადა. დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებმა, უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციები 18 თებერლვას გაიტანეს და გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სივრცეებში გადანაცვლება მოსთხოვეს, მერიის შეთავაზების მიხედვით, მოვაჭრეები სამი თვის განმავლობაში საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან, შემდგომში კი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ.