ეროვნული ვალუტა ისევ არასტაბილურია. ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის კურსი კვლავ მერყეობს. დარგის სპეციალისტები ლარის უფრო მეტად გაუფასურებას პროგნოზირებენ, ამბობენ რომ მიზეზები ბევრია, ერთ-ერთი კი უკრაინაში მიმდინარე პროცესებია.
ლარის კურისის გაუფასურებას კორონაპანდემიით ხსნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ კურსის ვარდნა იმ არასასურველმა შედეგებმა გამოიწვია რაც კორონაპანდემიას მოჰყვა. ჟუურნალისტების კითხვაზე თუ როდემდე გაგრძელდება ლარის კურსის არასტაბილურობა, გვენეტაძე პასუხობს, რომ ვალუტის კურსის სწრაფ ცვლილებებზე განმარტებებს არცერთი ეროვნული ბანკი არ აკეთებს.
ერთი თვის განმავლობაში საქართველოში გაძვირდა საწვავიც. ნავთობიმპორტიორთა ასოციაცია უახლოეს პერიოდში ფასის ზრდა 4-5 თეთრითაა მოსალოდნელი.ვითარება ზოგადად საწვავის საერთაშორისო ფასთან დაკავშირებით არის საკმაოდ რთული. ვაკვირდებით, რომ ბოლო პერიოდში ფასები არის მუდმივად მზარდი, წლის დასაწყისიდან დღემდე საშუალოდ როგორც ბენზინის, ისე დიზელის საერთაშორისო ფასი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა.
17 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 3 ლარი გახდა.რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3 ლარსა 41 თეთს აღემატება გ. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.