ოკუპირებული ცხინვალი, მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ, სოფელ ორჭოსანთან დამონტაჟებულ ბანერზე გაკეთებული უკრაინის მხარდამჭერი წარწერების გამო შეშფოთებულია. განცხადებას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური აცრცელებს და ფაქტს “ვანდალიზმის” უწოდეს. ოკუპირებული ცხინვალი თვლის, რომ საქართველოში რევანშისტული განწყობების ტენდენციაა, რასაც შესაძლოა ე.წ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამწვევება მოჰყვეს. ოსური მხარე გეგემავს საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე განიხილოს. უკრაინის მხარდამჭერი წარწერა Слава Україні! უკრაინული დროშის ფერების საღებავებით რამდენიმე დღის ბარენზე საქართველოს მოქალაქეების ჯგუფმა გააკეთა.