ლეიბორისტული პარტიის პროტესტი და დაუმორჩილებლობა კახი კალაძის ბრძანებების მიმართ | 17.02.2022

“ლეიბორისტული პარტიის” წევრებმა დღეს  მოქალაქეები მეტროში დემონსტრაციულად უფასოდ გაატარეს. ამით მათ დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს თბილისის მერის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც კალაძემ ე.წ გამტარებლების კონტროლის გამკაცრება მოითხოვა.  კახა კალაძის გადაწყვეტილებით,  საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირს არ ექნება უფლება სხვისი ბარათი  გამოიყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ბარათი ან ჩამოერთმევა ან დაიბლოკება. “ლეიბორისტული პარტიის” წევრების თქმით, ისინი ამ დამუმორცილებლობის აქტს იქამდე გააგრძელებენ  ვიდრე მგზავრების ტარიფი,  ძველ ღირებულებას არ დაუბრუნდება.