ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით- უკრაინის ერთობის დღე და მიღება უკრაინის საელჩოში | 16.02.2022

უკრაინის ერთობის დღე ღონისძიებით აღნიშნეს  საქართველოში. მიღება  უკრაინის საელჩოში გაიმართა. ქართული ოცნებიდან ღონისძიებას  საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი და დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.

“ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით” – ამ სიტყვებით დაიწყო სიტყვით გამოსვლა მინისტრმა ზალკანიანმა. თქვა, რომ  საქართველომ 2008 წელს  საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული აგრესია და ყველაფერი ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის ელჩიც, რომელმაც ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, საქართველო და უკრაინა ერთად და უფრო ახლოს უნდა იყვნენ, რადგან სხვა არჩევანი არ არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლება კამერების წინ არ ამბობდნენ, იციან, რა უნდა გააკეთონ ერთმანეთისთვის.