საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლი მკაცრდება- კალაძის განცხადებები მთავრობუს სხდომაზე | 16.02.2022

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, მეტროსადგურებში მგზავრთა მიმოსვლას დამატებით  მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები გააკონტროლებენ. მიზეზი ე.წ გამტარებლების გამოვლენაა, რომლებიც სხვადასხვა შეღავათიანი ბარათის საშუალებით მგზავრებს, თანხის მიღების სანაცვლოდ მეტროსადგურში გასვლას სთავაზობენ. საშეღავათო ტარიფსა და ერთჯერად მგზავრობას შორის თანხის სხვაობას კი თვითონ იტოვებენ. კახი კალაძის თქმით, ამ  უკანონო ქმედების გამოვლენის შემთხვევაში ე.წ. გამტარებლებს ბარათები  დაებლოკებათ.