„ხომ დავწერემ რომ ივანიშვილი კიდევ დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას, აჰა“ – მიხეილ სააკაშვილი | 14.02.2022

მიხეილ სააკაშვილს პაემნების უფლება შეუზღუდეს.   საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით,  ოჯახის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში შესვლა  თვეში მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ.  უფლებადამცველის თქმით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის  ჯანმთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და ის ექიმების ვიზიტს საჭიროებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაწესებულ ახალ შეზღუდვებს სოციალურ ქსელში  ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილებაც უკრაინის პროკურატურის მიერ აღძრულ საქმეებს დაემატება.

“ხომ დავწერე, რომ პარასკევს დილით, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩემს დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ივანიშვილი კიდევ დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას და აჰა, კვირას შემოვიდა შეწუხებული რეჟიმის მუშაკი და გამომიცხადა, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები, რომლებიც შუშის მიღმა, ტელეფონით 1-საათიანი ურთიერთობით იყო განსაზღვრული, კვირაში ერთხელ აღარ და თვეში ერთხელ იქნება.  რა პატარა არარაობებთან გვაქვს საქმე. მე ასეთები არამხოლოდ არ შემხვედრია, არასდროს არც კი გამიგია ასეთი ბოროტების არსებობა. დარწმუნებული ვარ, ესეც დაემატება უკრაინის პროკურატურის ან უახლოეს ხანში გათავისუფლებულ საქართველოში აღძრულ საქმეებს,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.