უარი ოპოზიციას- უშიშროების კომიტეტი სუს-ის ხელმძღავენლის პარლამენტში დაბარებას არ აპირებს | 14.02.2022

პარლამენტის უშიშროების კომიტეტი სუს-ის ხელმძღავენლის პარლამენტში მოწვევას  არ აპირებს. კომიტეტი წერილობით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომიტეტი გრიგოლ ლილუაშვილის დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს და “ქართული ოცნება”  გადაწყვეტილებას “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგით არ იღებს. უფრო მეტიც,  კომიტეტი თვლის რომ სუს-ის ხელმძღვანელი ღირსეული და პარტიოტი ადამიანია და ადგილი აქვს “დესტრუქციული სუბიექტებისგან” სუს-ის დისკრედიტაციას.

ოპოზიცია სუს-ის ხელმღღვანელს პარლამენტში  ე.წ ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით  იბარებს. “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ე. წ ქოლცენტრების საქმის გამო, გრიგოლ ლილუაშვილით  საერთაშორისო გამოძიებაც დაინტერესდა, სწორედ ამას უკავშირებს ლევან ხაბეიშვილი სუს-ის ხელმძღვანელის მიერ, მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას. ხაბეიშვილი ამბობს, რომ  ქოლ-ცენტრების საქმე, ინტერნაციონალურ თაღლითურ დანაშაულს წარმოადგენს, რომელშიც  “ქართული ოცნების” ლიდერები,  სუსის ხელმღვანელი, თავაა ბიძინა ივანიშვილი და მისი დეიდაშვილი დაახლოებით მილიარდ დოლარამდე შავ ფულს გამოიმუშავებდნენ.

ე.წ ქოლ-ცენტრების  საქმის გამო,  გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა ანტიკორუფციულმა მოძრაობამაც.  ორგანიზაციის წევრებს ეჭვი აქვთ,  რომ ლილუაშვილის ხელმძღვანელობით,  ორგანიზებულ ტრანსნაციონალურ დანაშაულში ჩართულები არიან  ძალოვანი უწყებების სხვა  თანამშრომლებიც, რომლებიც თაღლიოთური სქემის გამოყენებით, ევროკავშირის ათასობით მოქალაქეს ფულს სძალავენ.

ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე დღეს განცხადება მთავრობის მეთაურმა გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თემაზე  მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. თქვა, რომ თაღლითურ სქემაში წინა ხელისუფლების  წევრები ფიგურირებენ და თავიანთ დანაშაულს მის თანაგუნდელებს აბრალებენ.  ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, პრემიერმა ფინანსთა მინიტრს სამუშაო ჯგუფის შექმნა და თემის შესწავლა დაავალა.

ე.წ ქოლ-ცენტრების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა კრიტიკულ მედიას და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივლა. თავად საქმე კი საკმაოდ მაშტაბურია. ოპოზიცია აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერების მმართველობაში არსებული კომპანიები თაღლითური სქემით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოსავალს ითვისებენ. ამ საქმეზე პროკურატურამ რამდენინე თვის წინ საქართველოს და ისრაელის მოქალაქეები დააკავა და ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნის შესახებ განაცხადა. თუმცა, ოფიციალური პირების დანაშაულზე პროკურატურას არაფერი უთქვამს.