საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს | 11.02.2022

საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს.  გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს, შესაბამისი კანონპროექტის ავტორებთან, საფინანსო დარგის ექსპერტებთან  და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მიიღო. პროცენტის დაწევასთან ერთად,  სახელმწიფო თანადაფინანსების მოვალეობასაც იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 15 მილიონი ლარი გამოიყოფა, რათა ბანკმა პენსიონერებისთვის თანხების მიწოდება უზრუნველყოს. მთავრობამ ასევე განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც, პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა.