მოქალაქისთვის, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს არაფერი იცვლება – ოპოზიცია საკადრო ცვლილებებზე | 10.02.2022

ნათია თურნავას შემდეგ  მინისტრის სავარძელს სავარაუდოდ  საგარეო საქმეთა მინისტრი-დავით ზალკალიანი და სუს-ის  ხელმძრღვანელი გრიგოლ ლილუაშვილიც გამოემშვიდობებიან. ინფორმაცია პოლიტიკურ კულუარებში უკვე დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა გუშინ,  მას შემდეგ, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა ახალი მინიტრები წარადგინა, ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილ ცვლილებებზე, უფრო აქტიურად ალაპარაკდა. ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი- ანზორ ჩუბინიძე შეცვლის. გომელაური კი სუს-ში გადაინაცვლებს და გრიგოლ ლილუაშვილს შეცვლის. ხელისუფლების ოპონენტები  ამბობენ ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტს სანდო პირებით აკომპლექტებს, მიზანი კი ძალაუფლების შენარჩუნება და გავლენების გაძლიერებაა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინიტრი, ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინიტრის თანამდებობაზე დანიშნა.  ნათია თურნავა კი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  დავითაშვილი  სოფლის მუერნეობის სამინისტროში კი  მისმა მოადგილემ, ოთარ შამუგიამ შეცვალა. გადაადგილებები საზოგადოებას პრემიერმა, გუშინ, მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააცნო.