გაზრდილი კომუნალური გადასახადები პროტესტის მიზეზი ხდება | 10.02.2022

„ანტიკორუფციული მოძრაობა“  ბაზრის ოპერატორ “ესკოს” -სგან კითხვებზე პასუხებს ითხოვს. მოძრაობამ ორგანიზაციაში  დღეს ოფიციალური განცხადება შეიტანა და იმ ხელშეკრულების გასაჯაროვება მოითხოვა, რომლითაც  საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა ფასში ყიდულობს საქართველო ელექტრო ენერგიას. ანტიკორუფციიული მოძრაობის წევრებს ეჭვები აქვთ, რომ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია,  ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან ერთად კორიფციულ გარიგებებშია ჩართული. ამბობენ, რომ სწორედ ამ გარიგებების შედეგია, რომ  მოსახლეობას  გაორმაგებული გადასახადი მიუვიდა.

გაზრდილი კომუნალური გადასახადები პროტესტის მიზეზი ხდება რეგიონებშიც. გორში, თელავსა და ზუგდიდში დღეს აქცია გაიმართა, რომელზეც ოპოზიციამ, მოქალაქეებთან ერთად, ფასების ზრდა გააპროტესტა. ისინი ადგილზე ბანერებით მივიდნენ რომლებზეც, ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” წინააასარჩევნო დაპირებები ეწერათ.

ბოლო რამდენიმე თვეა, მოსახლეობა  ელექტროენერგიის გაირმაგებული გადასახადების გამო წუხს. ამის გამო,  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ   “თელასსა” და “თელმიკოში” მონიტორინგი დაიწყო. რევიზიის ჯგუფმა უნდა დააადგინოს რამდენად სწორად არის დარიცხვები გაკეთებული, და ხომ არ იკვეთება დადგენილ წესებთან შეუსაბამობა. მონიტორინგის პროცესი 3 მარტამდე გაგრძელდება და შემდეგ დასკვნა კომისიას წარედგინება.