“ხვალ პარტიის სხდომაზე ნათელაშვილი პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებას გაახმოვანებს” | 09.02.2022

“ლეიბორისტული პარტია” პარლამენტში საპარლამენტო ოფისს ხსნის, სადაც მისვლა მოქალაქებს შეეძლებათ. როგორც პარტიის ერთერთმა ლიდერმა, მიხეილ ქუმსშვილმა თქვა,  ხვალ პარტიის პოლიტიკური კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც შალვა  ნათელაშვილი პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებას გაახმოვანებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი უახლოეს დღეებში აპირებს შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელოს.