ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს 2 ახალი მინისტრი წარადგინა. როგორც მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაირკვა, ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მას ამ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი შეცვლის. სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს კი ოთარ შამუგია დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე დავითაშვილის მოადგილე იყო.
მინისტრების ცვლილებასან ერთად, პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს ახალი ბიზნესომბუდსმენიც წარადგინა. ამ პოსტზე ოთარ დანელია დაინიშნა. დანელია ამ დრომდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ ნათია თურნავა დაინიშნა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე 2019 წლის აპრილში დაინიშნა. მანამდე ის მინისტრ გიორგი ქობულიას მოადგილე იყო. ლევან დავითაშვილი კი სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.