“ექსპრეზიდენტი ივანიშვილის პირადი პატიმარია, ოცნება რუსეთის დავალებას ასრულებს”-აქცია სასამართლოსთან | 09.02.2022

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან დღეს მისი მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.  ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი  ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია და  “ქართული ოცნება” მისი პატიმრობით, რუსეთის პრეზიდენტის დავალებას ასრულებს. დღევანდელ სასამართლო  პროცესს ესწრებოდა  მიხეილ სააკაშვილის დედაც. როგორც გიული ალასანიამ  აღნიშნა,  მისთვის მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული საქმეები ერთი დიდი უსამართლობაა.