ერთი მგზავრობის ღირებულება გამოვიდა 32 თეთრი – კალაძე | 09.02.2022

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის  ტარიფებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი მორიგ განმარტებას აკეთებს.  მოქალაქეებისა და ოპონენტების  განცხადებას,  რომ მგზავრობა  გაძვირდა,  კახა კალაძე  არასწორს უწოდებს. როგორც  დღეს კახა კალაძე, მთავრობის სხდომაზე ამტკიცებდა,  მზგავრობის ღირებულება გაიაფდა და 1 მგზავრობა 32 თეთრი ჯდება.

თბილისში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი სააბონენტო სისტემაზე გადავიდა. ახალი სისტემის მიხედვით ფასები ასე გადანაწილდა: ერთჯერადი მგზავრობა, 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი იქნება. ამ შემთხვევაში, მომდევნო 90 წუთის განმავლობაში ნებისმიერი სხვა ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა. ერთდღიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება 3 ლარია,ერთკვირიანის— 20 ლარი,სამთვიანის— 100 ლარი, ხოლო ერთწლიანის — 250 ლარი;