კორონავირუსის გამო დაწესებული იზოლაციის ვადა შესაძლოა შემცირდეს – ეპიდვითარება ქვეყანაში | 08.02.2022

ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული იზოლაციის ვადა შესაძლოა შემცირდეს.  საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრი იმსჯელებენ. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინფიცირებულ პირებს იზოლაციაში ყოფნა რვა დღის ნაცვლად, ხუთი დღე მოუწევთ. დავალება პრემიერი-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გასცა.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმე რჩება. ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირებების შედეგად, ინფექცია 24 616 პირს დაუდასტურდა. ვირუსს კიდევ 54 ადამიანი ემსხვერპლაა.  ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ სიტუაცია რთული, თუმცა მართვადი.  ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანა ახლა კორონავირუსის გავრცელების პიკში იმყოფება და როდის დასტაბილურდება ეპიდვითარება უცნობია.  გამყრელიძე მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხომაზე თამარ გაბუნიას განმარტებების გაკეთება მოუხდა ციხეებში არსებულ კოვიდვითარებასთან დაკავშირებითაც.  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატიმრებს სათანადოდ არ მკურნალობენ,  მან მცდარი და გადაჭარბებული უწოდა. განმარტა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში  ვითარება სრულიად მართვადია და საჭიროების შემთხვევაში, ყველა პატიმარს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.