ხანძარი იყო ელიავას ბაზრობაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ცეცხლი სასაწყობე ფართში გაჩნდა და შედეგად, დაახლოებით 1000-დან 1500 კვადრატულ მეტრამდე ფართი დაიწვა. არსებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.