„ოცნებამ“ სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეჩერებას მხარი დაუჭირა | 07.02.2022

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეჩერებას მხარი დაუჭირა. “ლელოს” ლიდერის ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლად კონსტიტუციის ის ნორმა დასახელდა, რომლის მიხედვითაც,  თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ არის ცნობილი, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მხარი დაუჭირა ასევე  შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასაც, მიზეზად კი საპარლამენტო სხდომების არასაპატიო გაცდენები დაასახელეს.

ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და  პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას საპარტალემნტო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საბოლოო გადაწყვეტილებისთვის პლენარულ სხდომაზე, მომავალ კვირას  გავა. მანდატის შეყვეტისათვის 76 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო.