„ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია“ -პროკურატურამ დავით კირკიტაძეს ბრალი წაუყენა | 04.02.2022

პროკურატურამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრს დავით კირკიტაძეს ბრალი წაუყენა.  საუბარია წინასაარჩევნო პერიოდში რუსთავში ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაზე. საგამოძიებო უწყება კირკიტაძეს იმ პირების მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს, რომლებიც მის შტაბს თავს დაესხნენ.  პროკურატურამ რუსთავში მომხდარი ძალადობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სულ 4 პირის მიმართ დაიწყო. დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეეფარდა. დავით კირკიტაძის მიმართ კი საგამოძიებო უწყება გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.