მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სასამართლო პროცესის პარალელურად | 04.02.2022

მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.  ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული.  აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია. ამბობენ, რომ მხიეილ სააკაშილის გათავისუფლებისთვის, ყველანაირ მშვიდობიან გზას გამოიყენებენ და ბოლომდე იბრძოლებენ. ოპოზიცია გაზაფხულიდან მასტშტაბურ საპროტესტო აქციებსაც აანონსებს.