საქართველოში ცხოვრება თვიდან თვემდე ძვირდება და მოსახლეობა კიდევ უფრო ღარიბდება. ამას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცმები მოწმობს. საქსტატმა 2022 წლის იანვრაში ინფლაციის მაჩვენებელი დაითვალა, საიდანაც ირკვევა, რომ წლიური ინფლაციის დონემ 13, 9%-ი შეადგინა. ქვეყნაში 263 დასახლების პროდუქტია გაძვირებული. მათ შორის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.2%-ით არის გაზრდილი ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. 23.3%-ით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული, პური და პურპროდუქტები 20.5%-ით, ზეთი და ცხიმი 19.6%-ით. მნიშვნელოვნად გაძვირებულია ხორცპროდუქტები, შაქარი, რძე, ყველი და კვერცხი.
ფასების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა კომუნალურ გადასახადებზეც. წყალი, ელ.ენერგია და ბუნებრივი აირი მოსახლეობას, გასულ წელთან შედარებით 44.8%-ით გაუძვირდა.
გაგრძელდება თუ არა ქვეყანაში ფასების ზრდა უცნობია. ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში გამყარება დაიწყო. ამის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ელოდება, რომ ინფლაციის მაჩვენებელი გაზაფხულიდან კლებას დაიწყებს.