იარაღი ჩაუდეს – დეკანოიძე პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე ვიდეომტკიცებულებებს ასაჯაროებს | 03.02.2022

“ნაციონალური მოძრაობა” შინაგან საქმეთა სამინისტროს ლექსო რაფავას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. ხატია დეკანოიძე ხობში, არჩევნების წინ, დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეში აღმოჩენილ ახალ ვიდეომტკიცებულებებზე საუბრობს, რომლებიც მისი თქმით ადასტურებს, რომ რაფავას იარაღი ჩაუდეს. ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა  სამართალდამცველებმა 2021 წლის 21 ოქტომბერს  ხობში წინასაარჩევნოდ დააკავეს. მას იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან.