მხარდაჭერა უკრაინას – ხელმოწერილი დროშები “დროას” ლიდერებს უკრაინის რადაში მიაქვთ | 02.02.2022

საქართველოსა და უკრაინის დროშები პარლამენტის შენობის წინ. მოქალაქეები დღეს დროშაზე ხელმოწერით უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავდნენ.  ინიციატივა პარტია “დროას” ეკუთვნის. აქციის ორგანიზატორებს  ხელმოწერილი დროშები უკრაინის რადაში მიაქვთ. ამბობენ, რომ  ხელისუფლებამ ხელიდან  გაუშვა შესაძლებლობა, დაემტკიცებინა, მისი მყარი პოზიცია, რომ რუსეთი ოკუპანტია. რის გამოც, ამ გზავნილს კიევში ოპოზიცია გააჟღერებს. აქციის მონაწილეების თქმით, დასანანია ის ფაქტი, რომ  უკრაინის რადაში საქართველოს დროშა არ ფრიალებდა. ოპოზიციის ლიდერები კიევში ხოშტარიამ აღნიშნა, ორდღიანი ვიზიტით მიემგზავრებიან. მოქალაქეების მიერ ხელმოწერილ დროშებს ისინი უკრაინელ კოლეგებს სწორედ ვიზიტის დროს გადასცემენ.