რას ამბობენ თბილისელები გაძვირებულ ტრანსპორტზე და გადახდის ახალ სისტმაზე | 01.02.2022

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში  გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით  ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში  მოქალაქე  50 თეთრის ნაცვლად 1 ლარს გადაიხდის.  ე.წ ვადიანი ბარათების შეძენის შემთხვევაში კი მგზავრობის ღირებულება განსხვავებულია.

კახი კალაძის მიერ შემოღებულ გადახდის ახალი სისტემას აკრიტიკებს ოპოზიცია. ამბობენ, რომ  მგზავრობის ღირებულება  ძველ ტარიფს უნდა დაუბრუნდეს და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ  უფლება თავად აირჩიონ გადახდის მეთოდი.

თბილისის მერიის ახალი  გადახდის სიტემით, ულიმიტო  ერთდღიანი აბონიმენტის ფასი – 3 ლარია.  ულიმიტო ერთკვირიანი ბარათის – 20 ლარი – .ერთთვიანის – 40 ლარი –  სამთვიანის – 100 ლარი , ექვსთვიანის  150 ლარი, ერთწლიანი ბარათის კი 250 ლარი. მგზავრობის ფასი უცვლელი დარჩა სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის, სამხედრო ვეტერანებისა  სოციალურად დაუცევლი მოქალაქეებისათვის.  ერთჯერადი გადახდის შემთხვევაში, ისევ მოქმედია მგზავრობის ბარათი „მეტრომანი“ თუმცა, 90 წუთის განმავლობაში მგზავრობის ტარიფი 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარია.