განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზიდს გაკეთება – კელი დეგნანის შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან | 01.02.2022

ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეპიდვითარბის ფონზე ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად  აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა პანდემიის საკითხებზე და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესზე.

“მინისტრთან შეხვედრაზე პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ. მოგეხსნებათ, რომ დღეს ინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელია, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას ვაქცინაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზების გაკეთება. მსოფლიო გამოცდილებიდან კარგად ჩანს რომ ვაქცინა არის უსაფრთხო, ეფექტური და მას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. იმუნიზაციის პროცესის გამარტივებისთვის კი სამინისტროს ძალიან კარგი პროგრამები აქვს, რაც მოსახლეობისთვის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას  უზრუნველყოფს,” – კელი დეგნანი.