ძალოვანი უწყებების მხრიდან მოქალაქეების უფლებების დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით ფრაქცია “ლელო“ ინიციატივით გამოდის და საპარლამენტო მონიტორინგს იწყებს. პარტიის წევრები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ და მათგან ამ მიმართულებით ინფორმაცია მოისმინეს.