გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი და მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა | 28.01.2022

გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი და მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად,  ვირუსით ინფიცირების 17 066 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი. ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების მიმართვიანობა გაზრდილია ბოკერიას კლინიკაში. ჰოსპიტალში  ამ ეტაპზე კოვიდდიაგნოზით 29 ორსული მკურნალობს.  კორონავირუსით ინფიცირებული 165 ბავშვია მოთავსებული  ციციშვილის კლინიკაში, საიდანაც 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.  რეანიმაციულ განყოფილებაში  სულ 24 პაციენტი იმყოფება. კორონავირუსის  მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა აჭარაშიც. გასულ, დღე-ღამეში, რეგიონში 1 523 ადამიანი დაინფიცირდა.

ეპიდემიოლოგები მიმდინარე კვირას ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას ვარაუდობენ. მედიკოსები არ გამორიცხავენ, გაზაფხულზე კოვიდის ახალი შტამიც გამოჩნდეს. სწორედ ამიტომ, უცვლელი რჩება სპეციალისტების რეკომენდაციები. მედიკოსების განმარტებით, ომიკრონის მთავარი სიმპტომი სურდოა და აუცილებელია მოქალაქეებმა მეტი ყურადღება გამოიჩინონ.