ჭკვიანად იყავით და ზედმეტად ნურავის დაცვას შეეცდებით -მეუფე იაკობის პოლიტიკური გზავნილები ამბიონდან | 27.01.2022

“ჭკვიანად იყავით და ზედმეტად ნურავის დაცვას შეეცდებით,” – ამ მიმართვის ადრესატები სასულიერო და საერო პირები არიან, ბოდბელმა ეპისკოპოსმა დღეს ბოდბის  მონასტერში ქადაგებისას  ე.წ. საყოველთაო შერიგებაზე ისაუბრა.  პოლიტიკური გზავნილები მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა კვლავ ამბიონიდან გააჟღერა. სინოდის წევრს დღეს კონკრეტული სახელები და გვარები არ დაუსახელებია, თუმცა ისაუბრა პატიმრებზე.

გავლენიანმა სასულიერო პირმა უკრაინში განვითარებული ამბებიც შეაფასა. მეუფე იაკობის თქმით,  საქართველო არ უნდა მოიქცეს  ისე,  რომ რუსეთმა საქართველოში შემოსვლა ისევ გაბედოს.