რუსი სამხედროები საქართველოს მიწების ოკუპაციას აგრძელებენ – ოკუპანტები მეჯვრისხევშიც გამოჩნდნენ | 27.01.2022

რუსი სამხედროები  საქართველოს მიწების ოკუპაციას აგრძელებენ.  ისინი ამჯერად სოფელ მეჯვრისხევში გამოჩდნენ. ოკუპანტებმა რამდენიმე ათეულობით ჰექტარ ტერიტორიაზე ნიშნულები დაამონტაჟეს.  ოკუპირებულ ნაწილში მოყვა საცხოვრებელი სახლები, სასაფლაოები, სარწყავი არხის სათავე ნაგებობა და საძოვრები. მოსახლეობის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაახლოებით ერთი კილომეტრით შემოიჭრნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ა ე.წ ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებენ. მათი თქმით, თუ ოკუპანტები მავთულხლართებს გაავლებენ, საოკუპაციო ხაზს მიღმა ორი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლები აღმოჩნდება.