რატომ გადაიყარა წყალში მილიონამდე ლარი – კორუფციის კიდევ ერთი ფაქტი ბათუმში | 27.01.2022

ოპოზიციის  ინფორმაციით, ბათუმში, მეცამმეტე საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაც, სულ რაღაც 6 წლის წინ დასრულდა და რომლის მშენებლობაზეც 900 ათასი ლარი დაიხარჯა, ავარიულობის გამო, უკვე მეხუთე თვეა დახურულია. “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე, ბავშვები მიმდებარე სააღმზრდელო დაწესებულებაში გადანაწილდნენ.