„ლელოს“ შეხვედრა პარლამენტში ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე | 27.01.2022

ფრაქცია “ლელოს” ლიდერები  საკანონმდებლო ორგანოში ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დღეს  არასამთვარობო სექტორისა  და მედიის წარმომაგდენლებს შეხვდნენ. მხარეებმა კომისიის მუშაობის მექანიზმები განიხილეს. როგორც პარტიაში ამბობენ, პარლამენტში “ლელოს” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა. “ლელოს” წევრებს მიაჩნიათ რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის  ორი ბერკეტი უნდა გამოიყენონ –  საგამოძიებო კომისიის შექმნა და  მსხვილი საკანონმდებლო პაკეტის მიღება.