ორწლიანი პანდემიის ისტორიაში პირველად, ინფიცირებულთა რიცხვი კატასტროფულ ნიშნულზე ავიდა | 26.01.2022

ორწლიანი პანდემიის ისტორიაში პირველად, ინფიცირებულთა რიცხვი კატასროფულ ნიშნულზე ავიდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსით 17 530 პირი დაინფიცირდა.  გარდაცვლილთა რიცხვს კი კიდევ 39 ადამიანი შეემატა.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს შორის გამართულ დახურულ შეხვედრას-დეტალებზე მედიასთან დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.  პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით,  შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება, სოციალური საკითხები და  მედიკამენტების ფასების შემცირება  იყო.